„გარეჯი ბენზინში გაცვალეს, ყველაფერი ბოლომდე უნდა გაირკვეს, მარტო მელაშვილსა და ილიჩოვაზე არ უნდა გაჩერდნენ“-დეკანოზი დავით ქვლივიძე

ავტორი: შორენა პირველი

ქრისტიანობის უდიდეს კერასთან, დავით გარეჯთან დაკავშირებულმა თემამ მრავლის მომსწრე და მნახველი ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოგნა. პროკურატურის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების ანტისახელმწიფოებრივი მოქმედების შედეგად საქართველოს 3 500ჰა ფართობი მიწის დაკარგვის საფრთხე შეექმნა. მიწა, რომელსაც მუსლიმანურ სამყაროსთან ბრძოლის წინ ზიარებასავით იღებდა ქართველი, დანაშაულებრივი გარიგების გზით, მეზობელი, მეზობელი ქვეყნის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო. გარეჯში მოღვაწე ბერის, მამა კირიონის მოპოვებული 1938 წლის რუკა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სრულიად მომგებიან პოზიციაში აყენებდა, საზღვრის დამდგენი კომისიის მიერ წლების განმავლობაში იგნორირებული იყო. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები  გარეჯის უდაბნოში პირველად 2006 წელს გამოჩნდნენ, მას შემდეგ ვითარება დღითიდღე უფრო მძიმდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქართველ ბერ-მონაზვნებს და მომლოცველებს მთელ რიგ მონასტრებში მისვლა აეკრძალათ. ისიც ცხადია, რომ  სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესი შეუძლებელია მხოლოდ მელაშვილ-ილიჩოვას მინდობოდა და მასში მთელი იმდროინდელი სახელისუფლებო ვერტიკალი არ ყოფილიყო ჩართული.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ გარეჯის საქმეს მსვლელობა მიეცა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული  ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დამდგენი კომისიის ექსპერტები საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებას იღებდნენ.  საგამოძიებო ორგანოები ამტკიცებენ, რომ ბრალდებულებმა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

საქმის აღძვრისთანავე ლიბერალური სექტის მიერ იწყება სრულიად აღვირახსნილი კამპანია საქართველოს ეკლესიის, გარეჯის საძმოს და მამა კირიონის წინააღმდეგ. ეს მაშინ, როცა გარეჯელი ბერები, როგორც მეციხოვნეები, მრავალი წელია თავგამოდებით იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

ლიბერალური, ანტისახელმწიფოებრივი მანტრები, სიწმინდეებთან თამაში და ცილისწამება საბოლოოდ შობს იმ ქვას, რომელიც  დავით გარეჯელის კვერთხის დარტყმის შედეგად შვა მოსყიდულმა მეძავმა ქალმა.

გარეჯის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით  Neopress-ს დეკანოზი დავით ქვლივიძე ესაუბრება:

-მამა დავით, რას გვეტყვით, გარეჯის მიწების გარშემო გამომზეურებულ  სკანდალურ ფაქტებთან დაკავშირებით?

-მე სახარებით გაგცემთ პასუხს: „არ არს დაფარული, რომელი არა განცხადნეს“. სააკაშვილის პარტია დესტრუქციულ საქმიანობას ეწეოდა, აფხაზეთი გაყიდეს, ცხინვალი გაყიდეს, თურმე გარეჯსაც ყიდდნენ, ღმერთმა არ დააცადათ, თორემ საქართველოსგან არაფერს დატოვებდნენ. ადამიანისგან, რომელიც იძახდა, თხუთმეტ წელიწადში ახალ ქართველს შევქმნიო, გასაკვირი არაფერი არ არის. ამ ხალხმა გარეჯი ბენზინში, სოკარის საწვავში გაცვალა, ყველაფერი ბოლომდე უნდა გაირკვეს, მარტო მელაშვილსა და ილიჩოვაზე არ უნდა გაჩერდნენ. ღვთის , სამშობლოს და ერის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს! „მიეცეს კეისარს- კეისრისა  და ღმერთს- ღმრთისა.“ ამაზე წმინდა ჩვენ არაფერი გვაქვს.

-ამ საქმესთან დაკავშირებით ე.წ. „ოპოზიცია“ და ლიბერალური  სექტორი რუსეთის კვალს ხედავს, რადგან თვლიან, რომ 1938 წლის რუკა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის რეალურ საზღვარს ასახავს, საქართველოში რუსეთიდან ჩამოიტანეს. როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით?

-ვთქვათ და რუსეთმა მოგვაწოდა ეს რუკა, დავუშვათ და მართლაც რუსეთი გვეხმარება ამ შემთხვევაში, რა ვქნათ? არ გამოვიყენოთ? ბათუმი და არადაგანის ოლქი ვინ შემგვიერთა 1877 წელს?  ახალციხის საფაშო საქართველოს ვინ შემოუერთა? ფოთი ვინ აიღო 1926 წელს, ან ახლციხე -1829 წელს? არ მიგვეღო? უარი გვეთქვა? ეს რა ლოგიკაა, თან ვინ ლაპარაკობს ამას, რუსეთის კგბ-ს გენერლები! მიშა სააკაშვილის ბიძა არის რუსეთის გენერალ პოლკოვნიკი, გესმით, რა თანამდებობაზეა ლაპარაკი?  ვაშაძე რუსეთის სარაკეტო სისტემაში მუშაობდა, ყოფილი „კგბშნიკები“ არ არსებობენ. ამიტომ ჩემი პოზიცია არის ისეთი, როგორიც საქართველოს დედაეკლესიის პოზიცია. ყველამ პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე! ამ ხალხს ფიქრიც კი უნდა აეკრძალოს ქვეყნის მმართველობაზე!

-დავით ბერძენიშვილი აღშფოთებულია, 3500 ჰექტრს რატომ ედავებით აზერბაიჯანს? ომშია აზერბაიჯანი და რუსეთის წისქვილზე როგორ ასხამთ წყალსო…  

-ეს ბერძენიშვილი, ის არ არის, მამათმავლობის მომხრე ვარო, რომ ყვიროდა?!  მამამთმავლური ქვეყანა უნდა ავაშენოთო, რომ გაიძახის, ეგ არ  არის? მაგათმა თავისი უკვე თქვეს, ახალს ვერფერს იტყვიან, უბრალოდ კიდევ მეტ ლუსტრაციას უკეთებენ თავიანთ თავს. ე.ი. რადგან აზერბაიჯანი ომობს, ხმა არ უნდა ამოვიღოთ? კახი -ბელაქანი ვისი იყო და ვინ წაგვართვა? რა, აზერბაიჯანი რუსეთზე ნაკლები ოკუპანტია? რადგან ომობს, ერთი  ოკუპანტი მეორეს ვამჯობინოთ, თუ როგორ არის საქმე? ელემენტარული აზროვნება და ლოგიკა რომ არა აქვთ, ასეთი ხალხი როგორ შეიძლება ქვეყნის სათავეში მოვუშვათ? ამას პრიმიტიული აზროვნებაც კი არ ჰქვია, ეს არის პირდაპირ ქვეყნის ღალატი! მადლობა ღმერთს, რომ თავიანთი რესურსი უკვე ამოწურეს. დავით ბერძენიშვილი სიაშიც კი არ ჩასვეს, თავისიანებსაც კი აღარ უნდათ, გარიყეს, როგორც იუდა გარიყეს ფარისევლებმა. მაინც ჭკუას ვერ სწავლობს. ასეთი ხალხი ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს, დამთავრდა ის დრო!

დავით გარეჯი არის სული და გული საქართველოსი, წმინდანების სამჭედლო, ფორპოსტი, მამა დავით გარეჯელი ხომ თავია ყველა ამ სიწმინდის. ვინც ამ სიწმინდეს შეეხება, პასუხს აგებს! თქვენ წარმოგიდგენიათ, ისრაელში ამგვარი რამ რომ რომელიმე ებრაელს გაეკეთებინა, ან სომხეთში რომელიმე სომეხს?! შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა სურათი დატრიალდებოდა?! მეტს არაფერს გეტყვით…

-მამაო, ლიბერალებმა სიტყვა „ყიზილბაში“ ქსენოფობიურად მონათლეს…

-„ყიზილბაში“ წითელთავიანს ნიშნავს, ყიზილბაშები იყვნენ და აბა რა უნდა დაარქვა? ეს იყო ირანის  სამხედრო ფორმა. და რა არის ამაში ქსენოფობიური? ჩვენ ხომ გვეძახდნენ „გიაურებს“, ურჯულოებს…  ისტორიაში მოიხსენიება „დიდი თურქობა“, „მონღოლობა“, „ყიზილბაშობა“…

-ე.წ. ოპოზიცია საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების დაპატიმრებას აპროტესტებს, ხელისუფლება გარეჯის თემას არჩევნებისთვის იყენებსო. ფიქრობთ, რომ ამ  საკითხის გააქტიურება მართლაც არჩევნებს უკავშირდებოდეს?

-ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს როდის გააკეთებს საქმეს ხელისუფლება, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, მთავარია საქართველოს საქმე გაკეთდეს. როგორც თვლის საჭიროდ, ისე აკეთებს. მიშასავით უაზროდ კი არ უნდა იქნიო ხელები, მაშინ უნდა იქნიო, როდესაც ამის შედეგი ექნება. თუ თვლიან, რომ ახლა არის დრო, ძალიან კარგი, მთავარია, საქმე კარგად დამთავრდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყანა და მისი სიწმინმდეებია.

-დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, დავით გარეჯი საერთაშორისო დაცულ ტერიტორიად უნდა გამოცხადდეს, სადაც ქართველები და აზერბაიჯანელები ერთობლივ ადმინისტრირებას განახორციელებენ. როგორ ხედავთ თქვენ ამ საკითხს?

-იცით, რა, მათ ჯერ თავიანთი კერძო სახლები და აგარაკები აქციონ საერთო სახლებად და გარეჯზე მერე ვილაპარაკოთ.  ასე იმიტომ ამბობენ, რომ  გარეჯი მათთვის არაფერია, ჩვენთვის კი- ყველაფერი!

მათი ეპოქა დამთავრდა, ეს უნდა გაიგონ! მაგათმა მამამ და მარჩენალმა, მეთიუ ბრაიზამ რამდენიმე თვის წინ პირდაპირ განაცხადა, რომ ახალი ეპოქა დაიწყო და ყველა ქვეყნის სათავეში ეროვნული მთავრობები მოდიანო. ლიბერალების დრო წავიდა,  ვეღარ დააფინანსებენ.  მთელ მსოფლიოში  ეროვნული ძალების მოსვლის ტენდენციაა, ამის სახეა ტრამპი. ყველა თავის ქვეყანაზე ფიქრობს, კოსმოპოლიტიზმი დასრულდა. ისიც გვეყოფა აქამდე რომ მიგვიყვანეს. თუ ამას ვერ ხვდებიან, რაღა პოლიტიკოსები არიან? მე, მღვდელი, უფრო მეტს ვხვდები, ვიდრე ესენი და როგორღა მართავენ ქვეყანას?!

ერდოღანმა მეჩეთებად გადააკეთა უძველესი ტაძრები და ესენი გვეუბნებიან, ქრისტიანული კერები რაღაც საერთო ობიექტებად ვაქციოთო. სად არის ლოგიკა? ქვეყანა უყვართ ამათ? საერთოდ რა უნდათ, ყველამ თავში გვირტყას და  ყველაფერი წიღონ?! ასე სომხებიც მოითხოვენ ჯავახეთს. თუ ყველას ყველაფერი უნდა მივცეთ, მაშინ რუსეთი რატომ არის ოკუპანტი?!  კლარჯეთი თურქეთს აქვს წაღებული, აზერებაიჯანს –  კახი-ბელაქნი, სომხებს- ლორე- ტაშირი. სომხები ექვსას ეკლესიას ითხოვენ საქართველოში, და ჩვენ არავინ ვყოფილვართ. რა ვქნათ, დავთმოთ ყველაფერი? ამ ხალხმა თავისი ვადა ამოწურა, საკუთარი თავის ლუსტრირება ბოლომდე მოახდინა, ამიტომ ქუდი უნდა დაიხურონ და წავიდნენ, თუ უქუდოდ წავლენ -უკეთესი. ქუდი ნამუსს ნიშნავდა და წავიდნენ რა, გაგვანებონ თავი! ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რაც უნდა ქნას!

 

 

2

You may also like

1 კომენტარი

მერი 13/10/2020 - 18:17

წყეულიმც იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც გარეჯს შეეხო და აზერებს გადასცა, თუ გინდა ჩემი ოჯახის წევრი ყოფილიყოს. რა მეგობარი ქვეყანა, რის მეგობარი ქვეყანა, ერდოღანიც და ალიევიც ორივე მტერია. როგორ ეპოტინება ალიევი გარეჯს, როგორაა ის მისი მიწა-წყალი? ძალიანაც კარგი თუ წამოსწიეს ეს საკითხი, მას შეუძლიაა ყარაბახზე პრეტენზია ჰქონდეს, და საქართველოს არა, თავის ისტორიულ კუთხეებზე?! დაუბრუნოს მაშინ საინგილო და კახი საქართველოს, თუ მართლაც “მეგობარია”! კიდევ ერთი ძეგლის დადგმა დაავიწყდა ჩვენს წინა ხელისუფლებას და ეს ერდოღანის ძეგლია. სადა გქვთ ნამუსი ამის გამკეთებლებო? სტალინის ძეგლებს ებრძვით და მტრისასას დგამთ?! რა უბედური ხარ, საქართველო, ამდენა გამყიდველის ხელში

პასუხი

დატოვეთ კომენტარი