‘’განა დასაშვებია საქართველოში ან ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პარტიას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები და არის ძებნილი’’ – გია ვოლსკი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

“სამართლებრივი ასპექტით უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. განა დასაშვებია საქართველოში ან ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პარტიას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები და არის ძებნილი, გინდ სააკაშვილი იყოს გინდ სხვა პარტია. სახელმწიფო ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი რეაგირება იმისადა მიუხედავად, აქვს თუ არა სააკაშვილს ან ნებისმიერ სხვა ადამიანს რაიმე პოლიტიკური წონა, ფაქტია, რომ კანონი არ უნდა დაირღვეს.’’ –  ამის შესახებ პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა იმ კანონპროექტის შესახებ, რომლის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირი კონსტიტუციურ ცენზს არ აკმაყოფილებს.

მისივე თქმით, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის განვითარებისთვის აუცილებელია ისეთი კანონპროექტების შემოღება, რომელიც აღკვეთს უკანონობას.

‘’არ შეიძლება ადამიანი ხელმძღვანელობდეს პოლიტიკურ პროცესს, იხილებოდეს მისი კანდიდატურა რაიმე მაღალ პოსტზე გამარჯვების შემთხვევაში და იყოს დამნაშავე. კანონის წინაშე პასუხს უნდა აგებდეს და ამ დროს პოლიტიკურ პროცესს ხელმძღვანელობს, შეუსაბამოა ეს და ამის გასწორება აუცილებელია. სამართლებრივად მისი ჩართულობის უკანონობა სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა პარტიებმა აქტიურად დაიწყეს დასახელება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურების, სწორედ ამ ვითარებაში სააკაშვილის მონაწილეობის უკანონობის ყველა ასპექტი გაცილებით უფრო ნათელი გახდა, ვიდრე ეს ადრე იყო. სამომავლოდაც რომ გავიხედოთ, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა არსებობდეს კანონები, რომელიც არა კონკრეტულად სააკაშვილს შეეხება, არამედ საერთოდ გარემოებას, რომელიც უპირისპირდება საქართველოში სტაბილურობას და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის განვითარებას.” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი