განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლოა კულტურის მიმართულება გამოეყოს

“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლოა კულტურის მიმართულება გამოეყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი უკვე განიხილება და დიდი ალბათობით სამინისტროს გაყოფით დასრულდება.

„მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მოსაზრებებიც არსებობს, მაგრამ რეალურად, საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე, რადგან არაჯანსაღ საინფორმაციო გარემოში არ შევქმნათ და არ მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, იმ გეგმას თუ არ ჩავთვლით, რომელიც შესაძლოა, უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული და ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და თავად იუსტიციის მინისტრის პოსტის შევსება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი