‘’გამოსავლის ძებნის მცდელობა დაგვიანებულია, თავიდანვე ყველაფერი არასწორად იყო დაგეგმილი’’ – რომან გოცირიძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’პარლამენტში ყოველთვის ვითხოვდით, რომ წარმოედგინათ ანტიკრიზისული გეგმა. ზაფხულის ბოლოს წარმოადგინეს, მაგრამ ეს გეგმა რეალურად არ შეიცავდა მხარდაჭერის პროგრამას. ერთადერთი, რაც გააკეთეს იყო უხეში შეზღუდვების დაწესება, ყველაფრის დაკეტვამ გამოიწვია ეკონომიკის ჩამონგრევა, ხოლო პანდემიის გავრცელების პრევენცია დროებითი აღმონდა, თავიდანვე ყველაფერი არასწორად იყო დაგეგმილი.’’ – ამის შესახებ ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია ‘’ფორმულას’’ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ დააზიანა ეკონომიკა და ჩამოშალა ჯანდაცვის სექტორი, პარლამენტს კი ამ პროცესში ნაკლები როლი ჰქონდა და გადაწყვეტილებები ფართო კონსენსუსის შედეგად არ იყო მიღებული.

‘’შემდგომი პროცესების მართვა მათ ვერ შეძლეს, ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია და შესაძლებელია ხვალ და ზეგ საერთოდ არცერთი კლინიკა არ დარჩეს. ეკონომიკას მიადგება ძალიან მძიმე ზარალი. პარლამენტს არავინ არაფერს ეკითხება ამ პანდემიის პერიოდში, გადაწყვეტილებას იღებენ, რაც არ არის ფართო კონსენსუსის და განხილვების შედეგი. ერთია, როდესაც რაღაცას ზღუდავ და მეორეა, რა ეკონომიკური შედეგი მოჰყვება ამ შეზღუდვებს.’’ – განაცხადა რომან გოცირიძემ

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი