გამოდის, რომ თვითონ მიდის, მაგრამ მე არ წარმომიდგენია “გირჩი” ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გარეშე” – სანდრო რაქვიაშვილი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“გუშინ ჯაფარამ მე, იაგოს დაა ვახოს გარკვეული ულტიმატუმი გამოგვიგზავნა, რომელიც ორ ძირითად პუნტქს მოიცავდა. პირველი იყო, რომ პოსტებზე და განცხადებებზე უნდა ყოფილიყო ცენზურა და მეორე პარტიის მმართველობიდან ჩამოცილება, რაც დიდწილად ეხებოდა ალბათ იაგოს” – ამის შესახებ “გირჩის” პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა “ფორმულასთან” ისაუბრა.

მისივე თქმით, ჯაფარიძეს ოპოზიციის შეხედვრებზე და ასევე “გირჩის” ოფისში რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა მას თანაპარტიელებისთვის გადაწყვეტილების მოტივები არ აუხსნია. რაქვიაშვილმა არ იცის ვინ მიდის “გირჩიდან” და ვინ რჩება.

“სამწუხაროდ არ ვიცი. ზურამ განაცხადა დღეს ღიად, რომ ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ რას ნიშნავს ეს, არ ვიცი. ისე, როგორც მას განცხადებული აქვს, გამოდის რომ თვითონ მიდის, მაგრამ მე არ წარმომიდგენია “გირჩი” ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გარეშე. თავიდაან მეგონა, რომ ეს არ იყო სერიოზული და მიმაჩნია, რომ ეს იყო შეცდომა” – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

მისივე განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კვლავ იგივე დამოკიდებულება აქვთ და ოპოზიასთან შეთანხმება უცვლელია.

“ჩვენ ვმოქმედებთ იმ შეთანხმებით, რომელიც გვაქვს ოპოზიციასთან. არ მოვიაზრებთ ამ სიტუაციაში რაიმე განსხვაბებულ პოზიციას, არაფერი შეგვიცვლია ამ ნაწილში, შეიცვალა აშკარად ზურას მხარეს. პარლამენტში შესვლას გამოვრიცხავთ, თუ არ იქნება ოპოზიციასთან შეთანხმება” – განაცხადა რაქვიაშვილმა.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი