“გავაგრძელებთ რეგულაციების მიხედვით ცხოვრებას, რომელიც არ ეკონომიკას დააზიანებს და არც ჯანმრთელობას”- გიორგი კვარაცხელია

“გავაგრძელებთ რეგულაციების მიხედვით ცხოვრებას, რომელიც არ ეკონომიკას დააზიანებს და არც ჯანმრთელობას.”- ამის შესახებ “ლილო მოლის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბაზრობების ხელმძღვანელობების შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ლილო მოლის” დირექტორის თქმით, სავაჭრო ცენტრი არ დაიკეტება და ის მხოლოდ შეზღუდულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ექსპერტებთან კონსულტაციით, მოზომილი შეზღუდვების მიღება იგეგმება.

“მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. ვიმსჯელეთ პრობლემებზე, რაც დღეს არის საქართველოში. კიდევ ერთხელ რეგულაციების მიხედვით ცხოვრებას შევაჯერებთ, რომელიც არ ეკონომიკას დააზიანებს და არც ჯანმრთელობას. შესაბამისად, სრულ “ლოქდაუნზე” არ იქნება საუბარი და ამას მთავრობა ითვალისწინებს. მაგრამ მიზანშეწონილ და მოზომილ შეზღუდვებს მივიღებთ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი