გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანი მეთ ჰენკოკზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ცნობით,  ახალი სახეობით გამოწვეული სულ მცირე 60 ადგილობრივი შემთხვევა გამოვლინდა. მეთ ჰენკოკის თქმით, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია საქმის კურსშია და სამეფოს მეცნიერები სახეობას დეტალურად შეისწავლიან.

“მნიშვნელოვანია სიმშვიდე დავიცვათ, ვინაიდან რაციონალური პერსპექტივიდან ვირუსის ევოლუცია ნორმალურია და ველოდებით, რომ ახალი სახეობები მოვა, გამომჟღავნდება და წავა.”- ამის შესახებ ბირმინგჰამის უნივერსიტეტის პროფესორმა ალან მაკნელიმ განაცხადა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი