გაერთიანებული სამეფო ყველა „სამოგზაურო დერეფანს“ კეტავს

ავტორი: ნანა წულაია

გაერთიანებული სამეფო ორშაბათიდან ყველა „სამოგზაურო დერეფანს“ კეტავს, შესაბამისად, ქვეყანაში ჩასული ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ამასთან, ყველა პირს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ 5 დღის შემდეგ ხელახლა აღებული ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ.

ბორის ჯონსონის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შტამებისგან ქვეყნის დაცვაა.

ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ძალაში 18 იანვრიდან შევა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 761 ახალი შემთხევა გამოვლინდა და 1 280 ადამიანი გარდაიცვალა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი