გაერთიანებული სამეფო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებს

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი პირები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებისთვის ემზადებიან.

სამშაბათიდან ვაქცინაცია ინგლისში, უელსსა და შოტლანდიაში არის დაგეგმილი. ჩრდილოეთ ირლანდია ვაქცინაციის ჩატარებას ამ კვირაში შეძლებს, თუმცა არ არის ცნობილი ზუსტად რომელ დღეს.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით თავდაპირველად 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფარში მყოფი პირები ისარგებლებენ.

ექსპერტების ცნობით, თავდაპირველად 800,000 დოზა იქნება ხელმისაწვდომი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი