ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოქალაქეებს შორის ვითარება განიმუხტა

ავტორი: ნანა წულაია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოქალაქეებს შორის ვითარება განიმუხტა.

სოფელში მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მუსლიმი თემის წარმომადგენლების სოფელში სალოცავის მოწყობის თხოვნას მოჰყვა.

ქრისტიანული თემის წევრები სალოცავის მოწყობის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა გუშინ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში მხარეებს შორის დიალოგი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი მოგვარდეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი