ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა

ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა. ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.  მათი განცხადებით, ეს იყო პროვოკაცია და სოფლის მცხოვრებლებს ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი აქვთ.

“მიხარია, რომ ის ინციდენტი, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად აღმოიფხვრა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, მუსლიმები და მართლმადიდებელი ქრისტიანები აცხადებდნენ, ერთეული ადამიანების მიერ პროვოცირებულმა ფაქტმა მიიღო საკმაოდ მახინჯი განვრცობა და ეს დღეები იყო სამარცხვინო ფურცელი ჩვენი სოფლისთვის. დაპირისპირებულ მხარეებად წოდებულმა ადამიანებმა გაუცვალეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და გრძელდება მეგობრული თანაცხოვრება,“- განაცხდა პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი