დღეს, ქვეყანაში კორონავირუსი 2501 ადამიანს დაუდასტურდა.
საერთო ჯამში ვირუსით 164976 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 137499 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ბოლო 24 საათში 3988.
კარანტინის რეჟიმში – 1267 ადამიანი იმყოფება.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6963, ხოლო კოვიდ სასტუმროში – 3744 დაინფიცირებული.
COVID-19-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 36 პაციენტი გარდაიცვალა.