ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი: თიკო ნოდია

საქართველოში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

გრდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1387-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი 4 260 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2947 პაციენტი.

საერთო ჯამში COVID-19 147636 ადამიანს დაუდასტურდა.

კარანტინის რეჟიმში – 1974
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6561
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3867

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი