საქართველოში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 124-ს შეადგენს.
დღეს, ქვეყანაში COVID-19-ის 3801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთ ჯამში ვირუსი 118 690 ადამიანს დაუდასტურდა.
98 781 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან ბოლო 24 საათში 3200.