საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, თებერვლიდან დღემდე COVID-19-ით 229763 ადამიანი დაინფიცირდა.
ვირუსი – 222405-მა პაციენტმა დაამარცხა , აქედან ბოლო 24 საათში – 1963 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
COVID-19-ით კიდევ 25 ინფიცირებული გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში – 386 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, ხოლო კლინიკურ სასტუმროში – 840 ადანიანი.