ბოლო 24 საათში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: თიკო ნოდია

საქართველოსი უკანასკნელი  დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 222143 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 206313 ინფიცირებულმა დაამარცხა COVID-19, ბოლო 24 საათში – 2766 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღეს ვირუსს 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კარანტინის რეჟიმში – 427 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5624, ხოლო კლინიკურ სასტუმროში – 1311 ინფიცირებული.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი