ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 3 208 პირი გამოჯანმრთელდა

ავტორი: ნანა წულაია

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო   3 208 პირი გამოჯანმრთელდა.

ქვეყნის მასშტაბით  8 394 ტესტი ჩატარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 377 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც, 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 613, აჭარაში – 541, იმერეთში – 1 108. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 009 პირი, მათ შორის, თბილისში – 505, აჭარაში – 106, იმერეთში – 214. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი, მათგან თბილისში – 200, აჭარაში – 84, იმერეთში – 67. 1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 523 – თბილისში, 620 – აჭარაში, 100 – იმერეთში. 8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 420 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 187, აჭარაში – 135, ხოლო იმერეთში – 13.

სულ 6 ოქტომბრიდან – 26 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 974 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 713 პირი, აჭარაში – 3 451, იმერეთში – 4 858.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი