ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ავტორი: თიკო ნოდია

საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 212526-მდე გაიზარდა.

COVID-19 188408 პაციენტმა დაამარცხა, აქედან ბოლო 24 საათში – 3740-მა ადამიანმა.

უკანასკნელ 24 საათში, ვირუსს კიდევ 42 ინფიცირებულის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კარანტინის რეჟიმში – 470 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6358, ხოლო კლინიკურ სასტუმროში 1671 ადამიანი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი