ბოლო 24 საათში ვირუსისგან  4 119 პირი გამოჯანმრთელდა

ავტორი: ნანა წულაია

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 14 421 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 170 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 251 PCR ტესტით. ბოლო 24 საათში ვირუსისგან  4 119 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  200 339-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს ბოლო 24 საათში 39 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 791, საიდანაც, 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 606, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 134. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 013 პირი, მათ შორის, თბილისში – 501, აჭარაში – 109, იმერეთში – 234.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში – 195, აჭარაში – 32, იმერეთში – 74. 1 464 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 551 – თბილისში, 647 – აჭარაში, 110 – იმერეთში. 10 626 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 182, აჭარაში – 116, ხოლო იმერეთში – 13. სულ 6 ოქტომბრიდან – 25 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 955 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 003 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 867 პირი, აჭარაში – 3 717, იმერეთში – 4 738.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი