ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 3 401 ადამიანი ემსხვერპლა

ავტორი: კახი კახეთელიძე

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 195 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 401 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 18 230 242 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 322 765 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი