ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში 28,782 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნისთვის ეს რიცხვი პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2,431,731-ს მიაღწია. ქვეყანაში 508 ინფიცირებული გარდაიცვალა და ფატალური შემთხვევების რაოდენობამ 42,684-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 1,916,396 პაციენტი.
რუსეთი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა, ხოლო ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით მე-10-ზე.