‘’ბოლო პერიოდის განმავლობაში ინტენსიური იყო ტესტირება’’ – თამარ გაბუნია

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ბოლო პერიოდის განმავლობაში ინტენსიური იყო ტესტირება და ტესტირება ანტიგენით სიმპტომურ პირებში ამ კვირაშიც გაგრძელდება ისეთივე ინტენსივობით, როგორიც აქამდე იყო. შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ჩათვლის, რომ სჭირდება ტესტის ჩატარება და ექნება ოჯახის ექიმიდან რჩევა, შეუძლია მივიდეს, 200-ზე მეტი დაწესებულებაა ტესტირების პროგრამაში ჩართული, ჩაიტაროს სწრაფი ტესტირება და მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან კონკრეტული რიცხვები დაასახელა დღევანდელი კოვიდვითარების შესაფასებლად.

,,მობილიზებული საწოლების რაოდენობა დღეს დილით მდგომარეობით გახლდათ 7222, აქედან კოვიდის მკურნალობისთვის იყო 6 539 პაციენტი და შეფასებისთვის 198 პაციენტი. 1335 პაციენტი გახლავთ ისეთი რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და 405 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის, ან ჟანგბადის მიწოდების სხვა დამხმარე საშუალების გზით. 2800-ზე მეტი პაციენტი რჩება კლინიკურ სასტუმროებში, სადაც მათ აქვს საშუალება მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო სერვისი როგორც თბილისში ასევე სხვა რეგიონებშიც. ჯამურად სასტუმროსა და კლინიკაში იმყოფება 9425 პაციენტი, დანარჩენი 27 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევიდან რჩება ბინაზე, ამდენად პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ ბინაზე იმართება 18000-ზე მეტი პაციენტი.’’ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი