ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4.9 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ავტორი: კახი კახეთელიძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4.9 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯანმოს მონაცემებით, 4 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსის 4 953 758 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 85 436 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი