“ბოკერიას პარტია შეხვედრებზე მარტო იმიტომ დადის , რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები და აურიოს ყველაფერი”- ალეკო ელისაშილი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

.”ბოკერიას პარტია დადის  შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები და აურიოს ყველაფერი, პირდპირ საბოტაჟით არიან დაკავებულები. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონ. თავი მოეჭრათ ერთ ზუგდიდში, მეორეს ფოთში. წავიდა ნიკო ნიკოლაძისავით ბოკერია ფოთში და აიღო 6 პროცენტი” – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლაივმიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი სანდო საარჩევნო სისტემის მიღებაა და თუ ამის გარანტია ექნება, პარლამენტში შევა.

” ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებზე არის არა ერთჯერადი ხეირისა და სარგებლის მიღება, არამედ ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩვენები იყოს არჩევნები და ვენდობოდეთ.  მე პირადად იმისთვის ვიბრძვი, რომ ამ შეხვედრებიდან ისეთი წესები წამოვიღოთ, ისეთი ადმინისტრაცია, გაწიკწიკებული საარჩევნო წესებითა და კომისიის დაკომპლექტებით,  რომ გაყალბების შანსი იყოს მინიმუმამდე დასული. გვაქვს ახლა მომენტი და შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებებიდან ეს გამოვიტანოთ. თუ იქიდან ამ დოკუმენტებით და გარანტიით გამოვალ, პარლამენტში შევალ, ტყულად ხო ხედავთ, რომ არც შევდივარ.  – აღნიშა ელისაშვილმა.

“მოქალაქეების” თავმჯდომარე ლაივჩართვაში მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ელისაშვილი და რამდენიმე ოპოზიციონერი ფულის სანაცვლოდ პარლამენტში შესვლას აპირებდნენ. ელისაშვილის განმარტებით, მოსყიდვას ვერავინ გაუბედავს და მისივე თქმით ეს ყველამ კარგად იცის.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი