ბოინგ 737 მაქსი კვლავ შეძლებს მგზავრების გადაყვანას

ავტორი: ცოტნე წერეთელი

ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ  გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც   Boeing 737 Max- ს შეუძლია  განაახლოს ფრენები სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.

ყველაზე გაყიდვადი თვითმფრინავი ბოინგის (BA) ფლოტში, დაეშვა 2019 წლის მარტში ორი ფატალური ჩამოვარდნის შემდეგ,რომელმაც 346 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

FAA– ს განცხადებაში ნათქვამია, რომ სანამ რომელიმე თვითმფრინავი განახორციელებს ფრენას  მგზავრებთან ერთად,  უნდა შეამოწმდეს  ინდივიდუალურა  და მფრინავებმა უნდა გაიარონ დამატებითი ტრენინგი.

ჯერჯერობით მხოლოდ American Airlines- მა (AAL) დაამატა თვითმფრინავი თავის გრაფიკს დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში მაიამსა და ნიუ-იორკს შორის.

გავრცელებული ინფორმაციით მომხმარებელთა დიდი ნაწილი უარს ამბობს 737 მაქსით მგზავრობაზე.

ავარიაში დაღუპულთა ოჯახის ზოგიერთმა წევრმა გააპროტესტა თვითმფრინავის მომსახურებაში დაბრუნება.

მათი თქმით, ბოინგმა შეცდომა დაუშვა 737 Max– ის, გრძელვადიანი თვითმფრინავის უახლესი ვერსიის დიზაინში და შესაძლებელია  შეცდომა კვლავ დაუშვან რაც საფრთხეს შეუქმნის მგზავრებს.

”გზა, რამაც ამ ეტაპზე მიგვიყვანა, გრძელი და დამქანცველი იყო”, – თქვა FAA- ს ადმინისტრატორმა სტივ დიკსონმა ვიდეო განცხადებაში .

ასევე ვიდეო მიმართვაში მან აღნიშნა  :  “ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ  დრო დაგვჭირდებოდა, ამ ხნის განმავლობაში FAA- ს თანამშრომლები გულმოდგინედ მუშაობდნენ პრობლემის  აღმოფხვრაზე”.

ფრენების განახლებას  Boeing 737 Max შეძლებს მას შემდეგ რაც  ის გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი