“ბოიკოტი ვისთვის რას ნიშნავს, უნდა თქვას თითოეულმა პარტიამ” – ვახტანგ მეგრელიშვილი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ბოიკოტი ვისთვის რას ნიშნავს, უნდა თქვას თითოეულმა პარტიამ. უნდა ვთქვათ, როგორ წარმოგვიდგენია ქუჩაში ცხოვრება და ქუჩაში თანამშრომლობა მაშინ, როდესაც ქვეყანა 30 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, იგივე წერტილს დაუბრუნდა” – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ოპოზიური პარტიების შეხვედრაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, რას მოიმოქმედებს, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება და შეთანხმება ვერ შედგება. ამასთან მეგრელიშვილს მოლაპარაკების ალტერნატივად მხოლოდ “ქვის სროლა” ესახება და არ სურს, ქვეყანა იმავე  წრეზე წავიდეს.

“თუ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს უნდა გავარკვიოთ და უნდა გადავწყვიტოთ და საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე როგორი იქნება საქართველოს მომავალი კრიზისში მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი არ ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან. ჩემთვის არ დასრულებულა მოლაპარაკებები. მოლაპარაკებებს არასდროს არ აქვს ალტერნატივა, ჩემთვის მოლაპარაკების ალტერნატივა, საბოლოო ჯამში, არის ქვის სროლა და ქვის სროლის მომხრე მე არასოდეს  ვიქნები” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი