„ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება” – ჯანმოს გენერალური დირექტორი

ავტორი: ნანა წულაია

„ახლა რეალური იმედი გვაქვს, რომ ვაქცინა სხვა ზომებთან ერთად პანდემიის დამარცხებაში დაგვეხმარება“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება.

„ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი პოზიტიური სიახლეების წყალობით, ამ ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება. ახლა რეალური იმედი გვაქვს, რომ ვაქცინა სხვა ზომებთან ერთად პანდემიის დამარცხებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ამერიკული კომპანია Moderna აცხადებს, რომ წინასწარი კვლევებით, ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი