ბიძინა კულუმბეგოვი – შეზღუდვების გახანგრძლივება მაშინ, როდესაც პიკი გადავლილია, არაციონალურად არ მიმაჩნია

ავტორი: ნანა წულაია

შეზღუდვების გახანგრძლივება მაშინ, როდესაც პიკი გადავლილია, არაციონალურად არ მიმაჩნია, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესმა კოვიდინფექციის კონტოლი მეტ-ნაკლებად ისწავლა, შესაბამისად, ადამიანებს ლუკმაპურის შოვნის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

ვერ ვხედავდი იმ ტრაგედიასაც და თავის დროზე ამასაც დავუჭირე მხარი, რომ შაბათ-კვირის მობილობა, რაც ბუნებრივად იზრდება, აკრძალულიყო და ორშაბათიდან პარასკევამდე იმავე პრინციპის დაცვით, როგორც იყო დეკემბრის ბოლო კვირა და იანვრის სამამდე, გახსნილიყო ისევ და მისცემოდათ ადამიანებს თავისი ლუკმაპურისა და ხელფასის გამომუშავების შესაძლებლობა. ამიტომ, მე ამ თვალსაზრისით, ასეთი ფორმით ახლა შეზღუდვების გახანგძლივება არ მიმაჩნია რაციონალურად.

რეგულაციების დაცვით, რასაც ასე თუ ისე მიეჩვია მოსახლეობა, მეტ-ნაკლებად ბიზნესმაც სწორად მართა ეს და მენეჯმენტი კარგად იყო განხორციელებული, რიგები კონტროლდებოდა და ძირითადი ესენციალური საჭიროების დროს ადამიანები მიდიოდნენ. მესმის, ახლა შეიძლება ყოველდღიურად არ უდგას ადამიანს ტანსაცმლის შეცვლის საჭიროება, მაგრამ იგივე იქ დასაქმებულ ადამიანებს ხელფასის პრობლემა რომ დაუდგეთ, ეს ძალიან სერიოზული დანაკლისი იქნება. მესმის, სახელმწიფოს კომპენსაცია- 200 და 300 ლარი ეს არის ასე ვთქვათ, ერთ მაღაზიაში შესვლის თანხა. ამიტომ, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვთქვათ, ახლა იყო აუცილებლობა. აი, ამ პრინციპებით შეგვეძლო, რომ ის დაპირებული შეზღუდვების მოხსნა შაბათი-კვირის გამოკლებით განხორციელებულიყო 16-დან“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი