„ბიძინა ივანიშვილის წასვლა დაკავშირებულია იმასთან, რომ მან დაინახა თუ რა მტკიცეა ოპოზიციური ერთობა და სურს ახლა გაერიდოს პასუხისმგებლობას”-ნუგზარ წიკლაური

„ბიძინა ივანიშვილის წასვლა დაკავშირებულია იმასთან, რომ მან დაინახა თუ რა მტკიცეა ოპოზიციური ერთობა და სურს ახლა გაერიდოს პასუხისმგებლობას და ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა “პალიტრანიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ვერ დაუდგება იმ აგორებულ ტალღას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან და მოქალაქეების მხრიდან მოდის.

“ის არ დაუდგება ახლა უკვე აგორებულ ტალღას, რომელიც მოდის საერთაშორისო საზოგადოებისა და ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, იმიტომ, რომ ვერავინ ვერ გაუძლებს ამ ტალღას. ეს არის სამართლიანობის ტალღა, ქართველი ხალხი ითხოვს თავისი უმთავრესი უფლების აღდგენას, რომ, ვისაც აირჩევს, ის წარმოადგენდეს მას აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ჩვენ ვიმსახურებთ ამას. ეს 30 – წლიანი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, იმსახურებს იმას, რომ ვიღაც თაღლითმა, როგორიც არის ივანიშვილი, პოლიტიკურმა შარლატანმა ქართველ ხალხს არ წაართვას ის უფლება, რომლისთვისაც უამრავმა ადამიანმა სიცოცხლე გასწირა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი