ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ავტორი: ნანა წულაია

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაკავებულის ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს.

სამართალდამცავებმა ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი