ბირთვული და რადიაციული კონტრაბანდის პრევენციის მიზნით უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა

ავტორი: კახი კახეთელიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, პროექტ “CONTACT – Black Sea”-ს გახსნითი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი მოიცავს ბირთვული და რადიაციული კონტრაბანდის საკითხებს შავი ზღვის რეგიონის სამ ქვეყანაში – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.

პროექტის მიზანი ბირთვული და რადიაციული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ახალი კადრების მომზადება და შესაბამისი უწყებების შესაძლებლობებისა და საჭიროებების განხილვა, ასევე პროექტის სამომავლო აქტივობების განსაზღვრაა.

პროექტს ახორციელებს გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტი, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის და აშშ-ის მთავრობები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, როგორც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, ახორციელებს პროექტის კოორდინაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

ონლაინ შეხვედრებს ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთ სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები.–ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი