ბექა დავითულიანი – ბიძინა ივანიშვილის ლიდერობა ჩვენთვის ფუფუნება იყო

ბექა დავითულიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობა პარტიისთვის ფუფუნება იყო, რადგან მათ არ უწევდათ ხელისუფების მოპოვებისთვის ბრძოლა. “ქართული ოცნების” წევრმა “პალიტრანიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ივანიშვილმა თავისი წასვლით ჯანსაღი კონკურენციის პირობები შექმნა, რაც დემოკრატიის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში კარგია.

ჩვენ მმართველი გუნდი ვართ და ჩვენთვისაც რეალურად ფუფუნება იყო ამ ადამიანის ლიდერობა, იმიტომ, რომ მას ჰქონდა დიდი ავტორიტეტი, დიდი რესურსები და დიდი შესაძლებლობები, ბევრი სხვა მიმართულებით. შესაბამისად, მმართველი გუნდის სხვა ლიდერებსა და წევრებს იმდენი ბრძოლა არ უწევდათ ხელისუფლების მოპოვებისთვის. ამ ადამიანმა გამოაცალა ახლა ეს და თქვა, რომ მორჩა, ჯანსაღი კონკურენციის პირობებს აყენებს, რაც გრძელ ვადაში დემოკრატიის განვითარებისთვის ბევრად უკეთესია. რაც შეეხება შემცვლელად ირაკლი კობახიძის დატოვებას, იგი არის ძალიან კარგი კონსტიტუციონალისტი, მას აქვს ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსი, აქვს მომავლის მკაფიო ხედვა და ძალიან კარგი სისტემშემოქმედია. გავრილოვის საკითხში კი მხოლოდ ირაკლის  დანაშაული არ იყო. მან აიღო მთელი პასუხისმგებლობა თავზე, პარლამენტის ნაცვლად. ირაკლი რამდენად იქ შუაში იყო, მეორე საკითხია. ის უბრალოდ პარლამენტის თავმჯდომარე იყო და აიღო პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ ღირსეულად მოიქცა და ხელი არ გაიშვირა წვრილმანი ადმინისტრაციული პრობლემებისკენ. გუნდის შიგნით მას თავისი ინტელექტითა და შესაძლებლობებით აქვს ავტორიტეტი. ირაკლი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყნის კონსტიტუცია დაწერა”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი