ისრაელმა „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინა მიიღო. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აეროპოერტში მივიდა, სადაც ვაქცინის ტრანსპორტირების პროცესს დაესწრო.
„მინდა, მაგალითი ვიყო ყველასთავის და ისრაელში პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც ამ ვაქცინას გაიკეთებს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ისრაელში „კოვიდ-19“-ის 350 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 000-ზე მეტი ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მეორე სრული კარანტინი სექტემბერში გამოცხადდა.