ბელგრადის “საერთაშორისო ეთნოლოგიურ ფესტივალზე” საქართველო საპატიო სტუმრად წარდგება

ავტორი: neopress.ge

სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფისსა და ბელგრადის “საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალის” ორგანიზატორებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად 2021 წელს საქართველო ფესტივალზე საპატიო სტუმრად წარდგება.

აღნიშნულის შესახებ განცხადება სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ თამარა ვუჩიჩმა გააკეთა, რომლის საპატიო პატრონაჟით ფესტივალი სერბეთის დედაქალაქში 2017 წლიდან ტარდება.

სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება და ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.  წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორიც.

ფესტივალი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობისა და შენარჩუნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ასევე, ეთნოხელოვნების გზით ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნების კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი