ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

ავტორი: თიკო ნოდია

ბელარუსში 22 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. დაკავებულთა სახელებს და გვარებს
ადამიანის უფლებადამცველი ცენტრი „Вясна“ აქვეყნებს.

კვირას, ბელარუსში ტრადიციული საპროტესტო აქცია გაიმართა “მარში ფაშიზმის წინააღმდეგ”. როგორც კი ხალხი შეიკრიბა, სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დაკავება და მათ წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს. დაკავებები მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში მინსკსა და სხვადასხვა რაიონებში.

ბელარუსში აქციები აგვისტოს შემდეგ იმართება. საპროტესტო აქციების მიზეზი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ისევ ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოაცხადება გახდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი