ბელარუსი მზადაა, თანამედროვე მსოფლიოში არსებული პრობლემები რუსეთთან ერთად გადალახოს–ალექსანდრე ლუკაშენკო

ავტორი: კახი კახეთელიძე

ბელარუსი მზადაა, რომ თანამედროვე მსოფლიოში არსებული პრობლემები, მათ შორის კორონავირუსის პანდემია და აშშ-ის ამბიციები მსოფლიო ბატონობისთვის, რუსეთთან ერთად გადალახოს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მინსკში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„თანამედროვე მსოფლიოში მრავალი გამოწვევაა. უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამის გადასატანად რუსეთთან ერთად, თუკი რუსეთი მოისურვებს ამ პრობლემების გადალახვას – დაწყებული პანდემიით და დამთავრებული სხვადასხვა ამბიციით, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის ამბიციებით მსოფლიო ბატონობისთვის “, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი