ბელარუსის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ლუკაშენკო ანათემას გადასცა

ავტორი: თიკო ნოდია

ბელარუსის მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა სვიატოსლავმა ალექსანდრე ლუკაშენკო ეკლესიიდან განკვეთა.ეს მოხდა 2020 წლის 22 ნოემბერს კვირას, ტორონტოში (კანადა) წმიდა კირილე ტროვის ტაძარში წირვის დროს.

“ღვთისმოსავი ბელორუსი ხალხი რთულ ვითარებაშია. ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, მოძალადე და ეშმაკის მიერ შეპყრობილია, რომელიც ჩვენს შვილებს კლავს. ის ღიად არღვევს ღვთის მცნებებს. ” , – წერია ბელარუსის მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც მასობრივი პროტესტი მოყვა. არჩევნების პროცესი და შედეგი დასავლეთმა დაგმო .

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი