“ბევრი რამის თქმა მინდა დღევანდელ დღეზე, მაგრამ თავს შევიკავებ”– ზურაბ ჯაფარიძე მეორე ტურზე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ბევრი რამის თქმა მინდა დღევანდელ დღეზე, მაგრამ თავს შევიკავებ. ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკების მაგიდა და იმედია, რომ პოლიტიკური შეთახნმება შედგება” – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ტვ–პირველის ეთერში მეორე ტურებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს უკეთესი ვითარება ყოფილიყო, თუმცა ბიძინა ივანიშილმა ამ არჩევნების გაყალბებით ეს პერსპექტივაც გააქრო.

“ქართული ოცნების ლიდერები გამოდიან და ამბობენ, რომ ხმა მივეცით მშვიდობას და სტაბილურობასო. ისინი რეალურად დარჩენილები არიან შევარდნაძის პერიოდში, როცა კორუფციაში ვიხრჩობოდით, არ იყო დენი და გაზი და არანაირი პერსპექტივა არ არსებობდა ქვეყანაშიი. მართლა გამოუვალ სიტუაციაში რომ ვიყავით, მაშინ ჰქონდა შევარდნაძეს ეგეთი მესიჯები, რომ მთავარია სტაბილურობა იყოს და მეტი არაფერიო. სტაბილურობა და მშვიდობა კარგია, ცხადია, მაგრამ წუმპეში ჯდომას არანაირი შინაარსი არ აქვს. ახლა უნდა ამოვიდეთ ამ წუმპიდან და ამ არჩევნებზე იყო მაგის შანსი. “ქართულ ოცნებას” 8 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ რამე გაეკეთებინა, მაგრამ საქართველო დატოვა ზუსტად ისეთივე ღარიბი, როგორიც იყო მანამდე. ერთი ნაბიჯით ვერ წავიწიეთ წინ და ეს ყველაფერი ბრალდება ხან გარე შოკებს, ხან რეგიონალურ პრობლემს, ხან ოპოზციას. ამ არჩევნებზე იყო იმედი, რომ გამოჩნდებოდა ახალი პერსპექტივა და ბევრი რამე შეიცვლებოდა, თუმცა ესეც მოიპარეს. ახლა გამოდიან და ამბობენ, ოპოზიციამ შეცვალოს ტონი, თორემ არ დაველაპარაკებითო. მემგონი, ოპოზიციას ისედაც კონსტრუქციული ტონი აქვს და  ყველა ელოდება მოლაპარაკების მესამე რაუდს” – აღნიშნა ჯაფარიძემ

“გირჩის” ლიდერი ასევე აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლება იმაზე მეტად კონსტრუქციულია, ვიდრე საჯარო გამოსვლებში, შესაბამისად შეთახნმების მიღწევა მხოლოდ დიალოგის გზით არის შესაძლებელი.

“სხვათაშორის მოლაპარაკებებზე სხვანაირად იქცევიან, ესე არ ლაპარაკობენ. ბევრად უფრო ადამიანურები და კონტრუქციულები ჩანან იქ, ვიდრე საჯარო გამოსვლებში. კამერების მიღმა პოლიტიკოსები სხვანაირები არიან და ალბათ ეგ სჭირთ ახლა. თუმცა, მეორე რაუნდის მერე შეთანხმებაზე საუბარი რთულია, იმიტომ რომ პოზიციების დაახლოებაც კი არ ყოფილა. ამჟამად მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ერთადერთი კონსტრუქციული წინადადება და ხელისუფლებამ ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს. არ მინდა მათ რამე საბაბი მივცე, იმისთვის რომ ეს მოლაპარაკებები ჩაშალონ, რადგან თუ შეთახნმება შეიძლება შედგეს, ეს მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან მოხდება, სხვანაირი კომუნიკაცია მათთან უბრალოდ არ გვაქვს წლებია” – განმარტა ჯაფარიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი