“ბაიდენის გუნდს სახიდან ნელ-ნელა ერეცხება გამარჯვებულის მედიდური და ქედმაღლური გრიმასა”-სოსო მანჯავიძე

ავტორი: შორენა პირველი
“ბაიდენის გუნდს სახიდან ნელ-ნელა ერეცხება გამარჯვებულის მედიდური და ქედმაღლური ხელოვნური გრიმასა და მის ადგილს შეშფოთების და აგრესიის მათთვის ასე ბუნებრივი გამომეტყველება იკავებს,”- პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე  შეერთებულ შტატებსა და საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს ემაურება.
“ციხეში მოხვდებიან ისინი, ვინც მონაწილეობდა ამ დანაშაულებებში. სწორედ ეს იქნება დიდი გამოღვიძება სიმართლე სააშკარაოზე უნდა გამოვიდეს. მჯერა, რომ ასეც მოხდება. ადამიანი შოკირებული იქნებიან პედოფილიის მასშტაბებით,ადამიანები შოკირებული იქნებიან იმ ადამიანების აღიარებებებით, ვინც სატანას სცემდა თაყვანს.”
ლინ ვუდი. ტრამპის ადვოკატი.
” აშშ არმიამ ხელში ჩაიგდო სერვერები მაინის ფრანკფურტში, რომლითაც ყალბდებოდა არჩევნები აშშ-ში. დღეს ისინი . ჩვენს ხელშია.”
“ჩვენი გუნდი დაამტკიცებს ყველაფერს, რაზეც ლაპარაკობდა უახლოეს 2 კვირაში.”
ჩვენს ხელშია ყველა მტკიცებულება “დომინიონის” ხმის მიცემის სისტემით არჩევნების მოპარვის შესახებ. მე პასუხს ვაგებ ამაზე ჩემი რეპუტაციით.”
სინდი პაუელი. ტრამპის ადვოკატი.
ამასობაში ბაიდენის გუნდს სახიდან ნელ-ნელა ერეცხება გამარჯვებულის მედიდური და ქედმაღლური ხელოვნური გრიმასა და მის ადგილს შეშფოთების და აგრესიის მათთვის ასე ბუნებრივი გამომეტყველება იკავებს.
როგორც ლიბერალების ჩვევაა, ისინი ხალხის სახელით იმუქრებიან. მათთვის არის ორი მხარე. თვითონ და უუფლებო დამნაშავეები.
ამასობაში ტრამპმა სპეციალური დანიშნულების ძალები უშუალოდ დაუქვემდებარა თავდაცვის მინისტრს, რომელიც ახლახანს დანიშნა და მანამდე სწორედ ამ ძალებს ხელმძღვანელობდა ევროპაში.
და ბოლოს.
რა გაუვალი და უღრანი იდიოტი უნდა იყო, რომ ასეთ დროს მაიკლ პომპეოს საქართველოს არჩევნებზე ესაუბრო.
გიორგობას გილოცავთ! მისი ლახვარი მაშინაა წამახული, როდესაც ადამიანები სიცრუეს და თაღლითობას არ ეგუებიან და გაბედულად იბრძვიან.
მხოლოდ ასე შეიძლება მსოფლიო ბოროტების დამარცხება ჩვენშიც და სხვაგანაც,”-წერს სოსო მანჯავიძე.
0

You may also like

დატოვეთ კომენტარი