ბათუმში ოპოზიციამ აჭარის მთავრობის შენობის წინ აქცია გამართა

ავტორი: ნანა წულაია

ბათუმში ოპოზიციამ აჭარის მთავრობის შენობის წინ დღეს აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მოთხოვნები, რომელიც პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს, ასევე ცესკო-სა და უსკო-ს ადმინისტრაციების შეცვლას უკავშირდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს ამბობენ, სამართლებრივი პროცედურების დაწყებას კი უმაღლესი საბჭოს პირველივე სხდომის დღეს აპირებენ. ამავე დღეს აქციას აანონსებენ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბარიერი ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. 21 მანდატიდან 14 მმართველმა პარტიამ, 7  – კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი