ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ავტორი: თიკო ნოდია

დღეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ​ეს აჭარაში მედიკოსის გარდაცვალების უკვე მეექვსე შემთხვევაა. ის ამავე კლინიკაში მკურნალობდა.

“ექიმი ბენო ჭელიძე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 20 ნოემბერს კლინიკაში მოვათავსეთ, დღეს კი სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მდგომარეობა გუშინ დამძიმდა, მას თანმდევი დაავადება ჰქონდა“, -.აღნიშნა კლინიკის მენეჯერმა გია კიკაბიძემ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3128 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 576 აჭარაში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, აჭარაში -1 077.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი