ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 2 პირი დააკავა

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 2 პირი დააკავა. მათ ბრალი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში, ასევე, წვრილმანი ხულიგნობაში ედებათ. ინფორმაციას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილი ავრცელებს.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია კვლავ მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პროტესტს საყვირებით აგრძელებენ. შეკრებილებს ფიქრობენ, რომ რეგიონში შექმნილ მძიმე სოციალურ ვითარებას მთავრობის თავმჯდომარე ვერ უმკლავდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი