ბათუმში აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

ავტორი: ნანა წულაია

პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო, ბათუმში აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. პოლიციამ აქციის 5 მონაწილე დააკავა.

ბათუმში, მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს. აღნიშნულის გამო პოლიციის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერად დაპირისპირება მოხდა.

ამასთან, სავარაუდოდ, ერთი პოლიციელი აქციიდან საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომლებმა გაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის შეუძლოდ გახდა.

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციამ დღეს მორიგი აქცია გამართა და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა. აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს, ცესკოსა და უსკოს თავმჯდომარეების გადადგომასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი