ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. ავარია ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებამ გამოიწვია. ერთ-ერთი ავტომობილი იქვე მდებარე სასურსათო მაღაზიაში შევარდა.
დაშავებულები ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
“დაშავებული ორი მამაკაცი შემოვიდა. ჩაუტარდათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა. ორივე იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია და შესაძლოა, გაეწეროს კლინიკიდან. მეორეს აღენიშნება წვივის მოტეხილობა და ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა, – განაცხადეს კლინიკაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.