„ახლა, პრაქტიკულად, ყველა გაციება კოვიდია” – პაატა იმნაძე

ავტორი: ნანა წულაია

„ყველა გაციებით მიმდინარე დაავადება, რაც არის რესპირატორული, მათი 90% კოვიდია” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა დღეში 10 ათასამდე ადამიანი ინფიცირდება.

„ყველა გაციებით მიმდინარე დაავადება, რაც არის რესპირატორული, მათი 90% კოვიდია. დარჩენილია თითო-ოროლა ძველი კორონავირუსი, დაფიქსირდა გაციების გამომწვევი ვირუსი და ცოტა რინოვირუსი, სურდოს რომ იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო. ახლა, პრაქტიკულად, ყველა გაციება კოვიდია”, – განაცხადა იმნაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი