“ახლა პარლამენტში შესვლა პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება ” – ეკა ბესელია

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ამ პოლიტიკურ ვითარებაში ყველაზე ძლიერი და ამავდროულად ყველაზე ადეკვატური ფორმა, რაც აირჩია ოპოზიციამ არის “ქართული ოცნების” მარტო დატოვება. ეს არის გაყალბებულ არჩევნებში თანამონაწილეობაზე უარის თქმა. ამიტომაც ანერვიულდა “ოცნება”. მათ ფაქტობრივად წყალში ეყრებათ ის დიდი გარჯა და რესურსი, რომელიც დახარჯეს არჩევნების გაყალბებისთვის” – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ტვ–პირველის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” ახლა ყველაზე მეტად ოპოზიციური პარტიების ერთობის ეშინია და საბოლოოდ მათ მაინც მოუწევთ ახალი არჩევნების დანიშვნა.

“არ მექნებოდა ბოიკოტთან დაკავშირებით ასეთი მკაცრი პოზიცია, 2008 წელს მეც რომ არ მეთქვა უარი დეპუტატის მანდატზე, როცა არჩევნები გაყალბდა. ამიტომაც მგონია, რომ არ უნდა იყოს არავითარი სისუსტე ოპოზიციის შიგნით. ყველაზე მეტად რაც აფრთხობს ახლა მმართველ ძალას, არის განსხვავებული პარტიების ერთობა. დარწმუნებული ვარ, რომ სწრაფად მოიტანს ეს ცვლილებებს და მაინც მოუწევს “ქართულ ოცნებას” ახალი არჩევნების ჩატარება. ოპოზიციაში ყველა აცნობიერებს როგორი პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება პარლამენტში შესვლა. ეს არავითარ სარგებელს არ მოუტანს არავის, პირიქით ნებისმიერ პოლიტიკოსს დააზიანებს” – აღნიშნა ბესელიამ.

 

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი