„ახლა დასაკარგი დრო გვაქვს, რომ ვიღაც შევიდეს გაყალბებულ პარლამენტში, დაჯდეს და ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს?“ – სააკაშვილი

ავტორი: ნანა წულაია

„ახლა დასაკარგი დრო გვაქვს, რომ ვიღაც შევიდეს გაყალბებულ პარლამენტში, დაჯდეს და ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს?“ –  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ოპოზიციისადმი პარლამენტში შესვლის თაობაზე მოწოდებას ეხმიანება.

მისი თქმით, ოპოზიციას ვერავინ აიძულებს, თავისუფლების მთავარ პრინციპებს უღალატოს.

„2003 წელს საქართველოში იყო ასეთი ელჩი, რიჩარდ მაილსი, რომელიც თავის რეზიდენციაში მოლაპარაკების რაუნდს აწარმოებდა ჩემსა და ჯორბენაძეს შორის და მუდმივად მეუბნებოდა, დათანხმდით მეორე ადგილს, თუმცა ჩვენ მყარი პირველი ადგილი გვქონდა. ბოლოს გვეუბნებოდა: დათანხმდით მესამე ადგილს იმიტომ, რომ არ გვინდა არეულობა რაღაცაზე უნდა შეთანხმდეთ, ჩვენი ინტერესია თქვენ შეხვიდეთ პარლამენტში და იქ იბრძოლოთ. მერე დავთანხმდი? რომ არ დავთანხმდი და გავიმარჯვე, მერე დამირეკა ბუშმა, ჩამიხუტა, მომილოცა, ჩამოვიდა. ჩემს ინაუგურაციაზე კოლინ პაუელი ჩამოვიდა, ათასჯერ მიმიღეს ტრიუმფით და ა.შ. ასე ხდება, როდესაც შენი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძვი.

ეს არის ჩვენი ქვეყანა, ვერავინ ვერ გვაიძულებს და მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ახლა დასაკარგი დრო გვაქვს, რომ ვიღაც შევიდეს გაყალბებულ პარლამენტში, დაჯდეს, იცოდვილოს და ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი