ახალციხეში მდებარე რესტორან „იმერეთში“ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ავტორი: ნანა წულაია

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან „იმერეთში“ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებულ უმოქმედო რესტორნის სარდაფში, პირველადი ინფორმაციით, გაზის გაჟონვა მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

შენობაში ევაკუაცია განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი