,,ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო” – თამარ გაბუნია

ავტორი: თიკო ნოდია

“ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის ახალი შტამის დადასტურების შესახებ. სამი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში დადასტურდა ახალი სახეცვლილი შტამის არსებობა, რომელიც რეალურად, კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე ცნობილი შტამი მიმდინარეობდა. ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, არის ის, რომ ამ ტიპის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, ისე დაწესებული წესების დაცვის კუთხით, ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა გაბუნიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი