ახალი შეზღუდვების შესახებ დღეს გახდება ცნობილი

ავტორი: სალომე ბაჯაძე

საქართველოში კოვიდ–19 ის მატების ფონზე ახალი შეზღუდვების შესახებ დღეს გახდება ცნობილი. განცხადებას პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გააკეთებს თუ რა ტიპის შეზღუდვა დაწესდება ქვეყანაში და როდიდან ამოქმედდება.

განიხილება ახალი აკრძალვების ორი ვერსია, თუმცა დეტალები მედიისთვის უცნობია. ცვლილება შესაძლოა გადაადგილებასაც შეეხოს და ქვეყნის ხუთ დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ხაზგასმით აცხადებენ, რომ შეზღუდვები გაფართოვდება, თუმცა არ იქნება სრული ჩაკეტვა.

წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების პარალელურად, მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებზეც მუშაობს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი